მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

New York Times: ტრამპს ჩინეთში საბანკო ანგარიში აქვს

დონალდ ტრამპის საბანკო ანგარიში ჩინეთში

The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საბანკო ანგარიში აქვს ჩინეთში. გამოცემის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშს Trump International Hotels Management LLC აკონტროლებს, რომელმაც 2013-2015 წლებში გადასახადების სახით 188 ათას 561 დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, ტრამპს აქვს საბანკო ანგარიშები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

Trump Organization-ის იურისტმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიამ ჩინეთში ოფისი იმიტომ გახსნა, რომ ადგილობრივი გადასახადების გადახდის საშუალება ჰქონდეს. Trump Organization-მა ოფისი აზიაში სასტუმროების ბიზნესში გარიგებების შესასწავლად გახსნა.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირლანდიიასგან და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით ჩინურ ბანკებში ტრამპის კომპანიას უმნიშვნელო თანხები ერიცხება.

ჩინეთთან ურთიერთობები დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრამპმა ბაიდენი რამდენჯერმე დაადანაშაულა ჩინეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში და აცხადებს, რომ ბაიდენის შვილი ჩინეთში ბიზნეს-საქმიანობას ეწევა.