უცხოეთი

ნიდერლანდებში შესვლა კიდევ უფრო გართულდა - საელჩოს განცხადება

ნიდერლანდების დედაქალაქი
1611415298
დაკოპირებულია

გაცნობებთ, რომ 23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემომსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც. ინფორმაციას ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.

PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან, სხვა კატეგორიებთან ერთად, თავისუფლდებიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.

23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შემოსვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.

ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან.

აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას.

გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. 

1614353152

„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

1614349996

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

1614349966

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

1614349168
საბურთალოს რაიონის
მაჟორიტარობის კანდიდატი

„როდესაც მძვინვარებს კორუფცია, ესე იგი იქვე უ...

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

ეროვნული ბანკი: 2021 წლის იანვარში წლიურ...

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 
ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება.