მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება ნიგერიაში

ნიგერიაში ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად საწვავმზიდის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება დასავლეთ ნიგერიაში მოხდა. საწვავმზიდი იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც ბენზინგასამართ სადგურში საწვავის გადასხმა ხდებოდა.

აფეთქების შედეგად 30-მდე სახლი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია ბევრი დაჭრილის შესახებ. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამჟამად არ არსებობს.

ცნობისთვის, ნიგერია აფრიკაში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი ქვეყანაა.