მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ 16 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ნიგერიაში

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის, „ბოკო ჰარამის“ 16 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

ოპერაციაში ნიგერიის საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ. შეტევის დროს განადგურებულია "ბოევიკების" ბაზა, ხოლო 11 ტერორისტი დაკავებულია.

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში, კამერუნში, ჩადში და ნიგერში 2000 წლების დასაწყისიდან მოქმედებს. 2009 წლიდან მის თავდასხმებს 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.