მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერში ისლამისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

თავდასხმა ნიგერში

ნიგერში ორ სოფელზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

თავდასხმა 3 იანვარს მოხდა. ეს ტერორისტების ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ თავდამსხმელები „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები. ნიგერში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეტაკებები ასევე საკმაოდ ხშირად ხდება.

თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ ადგილზე უსაფრთხოების ძალების დამატებითი ფორმირებები გადაისროლა.

იხილეთ აგრეთვე:

💣 „ისლამურმა სახელმწიფომ“ ნიგერში 8 ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო

💣 ნიგერიაში გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია