მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლ ფაშინიანმა ანგელა მერკელთან არაღიარებული ყარაბაღის თემაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემირ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

გამოცემის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერს სთხოვა შეცვალოს თურქეთის მკაცრი პოზიცია, რათა რეგიონალურ მოვლენებში მისი მონაწილეობა გამოირიცხოს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო. მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის განახლების მნიშვნელობას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება 2 დღეა გრძელდება.

დაღუპულთა შორის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.