მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკის მერის შვილი საპროტესტო აქციაზე დააკავეს

ნიუ-იორკის მერის შვილი

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს შვილი კიარა დე ბლასიო საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ამის შესახებ NY1 იტყობინება.

წყაროს ცნობით, 25 წლის გოგონა ასობით სხვა დემონსტრანტთან ერთად, მანჰეტენის მე -12 ქუჩისა და ბროდვეის კვეთაზე დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მომიტინგეები პოლიციელებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შემდეგადაც სამართალდამცავებმა მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

წინასწარი ინფორმაციით, კიარა დე ბლასიოს ბრალი წვრილმან ხულიგნობაში ედება.

საპროტესტო გამოსვლები ამერიკაში გასულ კვირაში დაიწყო. აქტივიტები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.