მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია გადავადდა

სვეტლანა ტიხანოვსკაიას ნომელის პრემიაზე წარადგენენ

კორონავირუსის პანდემიის გამო ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში, პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართება, -ამის შესახებ ინფორმაციას ნობელის ორგანიზაცია ავრცელებს.

„წელს ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონია სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში და ბანკეტი სტოკჰოლმის მერიაში გაუქმდება. პრემიის გადაცემის ცერემონიის ტრანსლირება ტელევიზიით მოხდება. თითოეული ლაურეატი თავის ქვეყანაში შვედეთის საელჩოში ან თავის უნივერსიტეტში იქნება, აგრეთვე ონლაინ ჩართვების დროს მოხდება დიპლომებისა და მედლების გადაცემა“, - აღნიშნა ნობელის ფონდის თავმჯდომარემ, ლარს ჰეიკენსტენმა.

ინფორმაციისთვის, დაჯილდოვების ცერემონიის ტრანსლირებას შვედური და ნორვეგიული ტელევიზია უზრუნველყოფს. ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონია ყოველ წელს სტოკჰოლმში 10 დეკემბერს იმართება, რომლის დროსაც პრემიის ლაურეატებს ჯილდოს უშუალოდ შვედეთის მეფე გადასცემს.