მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ობამა აგვისტოს ომზე: პუტინს პროცესი ხელიდან გაექცა

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ომაბა მემუარების პირველ ტომში რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ექსპრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ წერს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ობამა პუტინს ჩიკაგოს მაფიის უფროსებს ადარებს და ამბობს, რომ მედვედევს რუსეთში რეალური ძალაუფლება არ ჰქონია.

ობამამ აგვისტოს ომს საქართველოში რუსეთის შეჭრა უწოდა და „პუტინის მზარდი თავდაჯერებულობის და საერთო მუქარის ნიშნად“ შეაფასა. ამასთანავე, მისი სიტყვებით, „პუტინს პროცესი ხელიდან გაექცა“.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ასევე, აღწერს მედვედევთან უთანხმოებას საქართველოსთან დაკავშირებით და მის შენიშვნას „უაზროს“ უწოდებს, რომლის მიხედვითაც, ერაყში ამერიკის ჯარის ყოფნისგან განსხვავებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნას მიესალმებიან.

👉 ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ბარაკ ობამამ მისი მემუარების პირველი ტომის გამოქვეყნების შესახებ განაცხადა, რომელშიც სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისა და ლიდერების შეფასებები აქვს გაკეთებული.