მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოდესაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჰიპერმარკეტს დაეცა - არის მსხვერპლი

ინციდენტი ოდესაში

უკრაინის ქალაქ ოდესაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჰიპერმარკეტს დაეცა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი, მეორე კი დაშავდა.

ამის შესახებ ოდესის რეგიონის პოლიციის განყოფილების უფროსის მრჩეველმა რუსლან ფოროსტიაკმა განაცხადა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა შეჯახების მიზეზი.