მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოდესის აეროპორტში „კანონიერი ქურდი“ მინდია ლავასოღლი დააკავეს

კანონიერი ქურდი

ოდესის აეროპორტში 39 წლის „კანონიერი ქურდი“ მინდია ლავასოღლი დააკავეს, რომელიც უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

მინდია გორაძე საქართველოს მოქალაქეა. მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა, რის გამოც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. დაკავებისას მან სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი მისი ბელარუსში ექსტრადიციის შემთხვევაში სუიციდით იმუქრება.

👉 ინფორმაციისთვის, 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძეს იგივე მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის.

👉 ერთი წლით ადრე იგი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს მუხლებით „კანონიერი ქურდობა“, „გამოძალვა“, აგრეთვე „ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა“ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.