მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

OPEC+ ნავთობზე მოლაპარაკების გამართვის საკითხს განიხილავს

მოპოვება რუსეთში

ნავთობექსპორტიორების გაერთიანება OPEC+ წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების გამართვის საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას კონსულტაციების ერთ-ერთი მონაწილე ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვის ინიციატორი საუდის არაბეთია. OPEC+ წევრებს შორის შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირაში შედგეს.

პარასკევს დილის ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ივნისის თვეში Brent ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე $28,63-ია, რაც წინა სესიის დახურვის ფასზე $1,31 -ით (4.38%) დაბალია.

WTI– ს ნავთობის ფიუჩერსული მაჩვენებელი მაისში, ნიუ – იორკის სასაქონლო ბირჟის ელექტრონულ ვაჭრობაზე $1,36-ით (5.37%) დაეცა და ბარელზე $23,96 შეადგინა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის წარმოების საკითხში კომპრომისს მიაღწევენ. მისი თქმით, რუსეთისა და საუდის არაბეთის ბოლოდროინდელი მოქმედებები, "ნავთობის ინდუსტრიას ”ანგრევს" და ეს ზიანს აყენებს როგორც რუსეთს, ასევე საუდის არაბეთს”.