მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Oracle Corp და Walmart Inc-მა TikTok-ის აქციები შეიძინა

ტიკტოკი ტრამპს პასუხობს

სოციალურ ქსელის TikTok-ის აქციები ამერიკულმა კომპანიებმა, Oracle Corp და Walmart Inc-მა შეიძინეს. ამის მიუხედავად, სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინური კომპანია ByteDance-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ TikTok-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ მათ ეკუთვნის.

Oracle и Walmart-ის წარმომადგენლები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი თქმით, TikTok-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი სწორედ ამერიკული კომპანიების საკუთრებაში იქნება.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბრიდან TikTok-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა აშშ-ის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში ის ჩვეულებრივად იმუშავებს.