პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 107 მგზავრი იმყოფებოდა.
პაკისტანური Dunya News- ის ცნობით, თვითმფრინავი ლაჰორი-კარაჩის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ჩამოვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს დაეჯახა. ადგილზე სამაშველო და სამხედრო ბრიგადები არიან მობილიზებული.
მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.
რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ვარაუდობენ, რომ თოვლის ქვეშ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებია მოყოლილი. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.07 თეთრი შეადგინა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ alwatan.sy იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
2021 წლის 18 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.