მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაკისტანში საპროტესტო აქციების გამო სოციალური ქსელები დაიბლოკა (ვიდეო)

პაკისტანში სოც ქსელები დაბლოკეს

პაკისტანში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო სოციალურ ქსელებზე წვდომა დაიბლოკა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

პაკისტანის ელექტროკავშირის სამმართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია Twitter, Facebook, WhatsApp, YouTube და Telegram-ის გათიშვაზე.

პაკისტანში საფრანგეთის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საფრანგეთის მთავრობას ისლამოფობიაში ადანაშაულებენ. მომიტინგეები ქვეყნიდან საფრანგეთის ელჩის გაძევებას მოითხოვენ.

პაკისტანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რამდენიმე განსაკუთრებით აგრესიული ორგანიზაცია აიკრძალა.