მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პალესტინელები ისრაელის ტერიტორიას კვლავ რაკეტებით ბომბავენ (ვიდეო)

ისრაელ ღაზას დაპირისპირება

ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით პალესტინელებმა საერთო ჯამში 45 რაკეტა გაუშვეს. ორი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ BBC იუწყება.

რამდენიმე რაკეტა აშკელონში ჩავარდა, ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ გაშვებული რაკეტების 90% გაანადგურეს.

საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე ინტენსიური საავიაციო დარტყმა განახორციელა. დაბომბვის შედეგად 26 პალესტინელი დაიღუპა და 122 დაიჭრა.

კონფლიქტი ძველ იერუსალიმში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამწვავდა. პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ალ აქსის მეჩეთთან პოლიციის ქმედებების საპასუხოდ ისროლეს. 3 დღის განმავლობაში იერუსალიმის ამ ადგილას ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაიჭრა.