მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარიზი შეზღუდვებს ამკაცრებს

პარიზი შეზღუდვებს ამკაცრებს

საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი მკაცრი ზომების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვების თახმად, პარიზში 10-ზე მეტი ადამინის თავშეყრა იკრძალება, აგრეთვე მთავარ ღონისძიებებზე დასწრება 5000-დან 1000-მდე შემცირდება. საღამოს 8 საათის შემდეგ კი გარეთ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.

ინფორმაციისთვის, ლიონი, მარსელი, ბორდო და ნიცაც ანალოგიურ ზომებს მიიღებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 507 150 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 93538 და გარდაცვლილია 31 426 ადამიანი.