მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარიზში, პარასკევს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში 7 ეჭვმიტანილია დაკავებული

პარიზში 7 პირია დაკავებული

ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან პარასკევს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირია დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა განახორციელა, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია. დანარჩენი ექვსი პირის ვინაობა არ საჯაროვდება, ისინი ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან.

თავდასხმას უკვე მიეცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი პარასკევს „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და ორი ადამიანი დაჭრა.

თავდასხმა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთში 2015 წელს მომხდარი ტერაქტის საქმეზე 14 ადამიანის სასამართლო პროცესი იწყება. მაშინ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.