მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი: პუტინი თავად წყვეტს, ვის შეხვდეს პირადად

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკი ჯერ ისევ წინაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თავად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის შეხვდეს პირადად და ვისთან ჰქონდეს დისტანციური კომუნიკაცია.

"ეს არის, პრეზიდენტის აბსოლუტურად პირადი გადაწყვეტილება. ეს დამოკიდებულია პრეზიდენტის სტუმრის სამუშაო გრაფიკსა და იმაზე, თუ რამდენად ინტენსიური იყო მისი კონტაქტები ბოლო პერიოდში",- აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შესახვედრად, აუცილებელია შეხვედრის მონაწილემ ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე.

რუსეთი კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვის მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დადასტურებულია ინფიიცრების 362 000-ზე მეტი შემთხვევა, ხოლო გადრაცვლილია 3 800-ზე მეტი ადამიანი.