მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენსილვანიის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის პენსილვანიის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ტრამპი ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ამის შესახებ  Reuters იუწყება. 

მანამდე ტრამპის სარჩელი პენსილვანიის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ამ სარჩელის განხილვის დაწყებას დასაბუთება, ხოლო შემდეგ კონკრეტული მტკიცებულება სჭირდება. აქ კი არც ერთია, არც მეორე“ - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ის თეთრ სახლს დატოვებს, თუ ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას. კოლეგიის სხდომა 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. ამასთანავე ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ მისი აზრით, არჩევნები გაყალბებული იყო

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა.