მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პენტაგონის ხელმძღვანელი

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.

ლოიდ ოსთინი სენატმა 22 იანვარს დაამტკიცა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს კონგრესის ზედა პალატაში 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა ორის წინააღმდეგ.

ოსთინი იყო ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მთავარი ორგანიზატორი.

ლოიდ ოსთინი ჯო ბაიდენის კაბინეტის მეორე წევრი გახდება, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა. იგი ოთხ ვარსკვლავიანი გენერალია, რომელიც შეერთებული შტატების არმიას 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა.