მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი: რუსეთი აშშ-ის სანქციებს პასუხს გასცემს

პესკოვი სანქციებზე

რუსეთი აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს.

„რუსეთი სანქციების დაწესების და ურთიერთგაცვლის ინიციატორი არ არის. ეს აშშ-ის ტაქტიკაა. ჩვენ მას არ ვეთანხმებით“ - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის 16 იურიდიული და 16 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უპასუხოდ ვერ დატოვებს რუსეთის ისეთ ქმედებებს, რაც აშშ-ის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.