მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეზე საუბრობს

პესკოვი უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევმა, შესაძლოა, გარკვეული პროვოკაციები მოიმოქმედოს, რის გამოც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე არსებობს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დაძაბულობის ესკალაციით და ვშიშობთ, რომ უკრაინულმა მხარემ ამა თუ იმ ფორმით პროვოკაციული ქმედებები შეიძლება განახორციელოს, რასაც, შესაძლოა, ომის განახლება მოჰყვეს. ამის ხილვა ნამდვილად არ გვსურს“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე უშვებს თუ არა პესკოვი ამ ომში რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას, პესკოვმა უპასუხა:

„მე სამოქალაქო ომზე ვსაუბრობ, რომელიც იქ უკვე ერთხელ იყო“.

სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა კიევი დივერსიული ოპერაციების განახლებაში დაადანაშაულეს.