მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია

რუსული მედია Pfizer-ის ვაქცინაზე

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია  Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.  ამის  შესახებ BBC იუწყება. 

ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომავალ კვირას იგეგმება.

დიდმა ბრიტანეთმა ამ კომპანიის ვაქცინის 40 მლნ დოზა უკვე შეუკვეთა.

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. დანარჩენ 5%-ს კი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს.