მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგომის შესახებ განაცხადებს - სომხური მედია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

 სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგომის შესახებ განაცხადებს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ამის შესახებ სომხური გაზეთი „გრაპარაკი“ წერს. ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ამ განცხადებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვის დროს გააკეთებს. სხვა წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება არ მომხდარა. ფაშინიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ.

სომხეთში 10 ნოემბრის შემდეგ ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვეს. ისინი ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ. აქციები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე

🔅 სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება

🔅 სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება