მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი ერევნის ქუჩებში მსვლელობას უდგას სათავეში [LIVE]

ფაშინიანი აქციაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება. 

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი გადადგომა პრობლემას გადაჭრის. მე კრიზისის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი წარმოვადგინე. არ გეგონოთ, რომ პოლიცია და უშიშროების სამსახური იგივეს განაცხადებს, რასაც გენერალური შტაბი. არანაირი სამოქალაქო ომი ამას არ მოჰყვება. დაივიწყეთ ამის შესახებ“ - განაცხადა ფაშინინამა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცახადა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

მანამდე კი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსმა ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას

🔅 სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს