მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი ოპოზიციას: შევათანხმოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო ოპოზიციას შესთავაზა, განიხილონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

”თუ თვლით, რომ თავი ამოვწურეთ, მოდით ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ვნახოთ ვინ ამოწურა. მოდით დავსხდეთ ერთად და გადავწყვიტოთ პირობები, რომ შემდეგ არ თქვათ, რომ მთავრობამ მარტო მიიღო გადაწყვეტილებები.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, პრემიერ-მინისტრის გადადგომა. მოდით შევთანხმდეთ ვადებზე, რომ მოგვიანებით არ თქვათ, რომ ფაშინიანმა მარტო გადაწყვიტა”, - მიმართა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ ოპოზიციას.

👉 ინფორმაციისთვის, სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს.

👉 ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ისინი ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ.

👉 აქციები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიწყო.