მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი პუტინთან შეხვედრამდე თვითიზოლაციაში გადავიდა

ვლადიმირ პუტინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ შეხვედრა პუტინსა და ფაშინიანს შორის 7 აპრილს მოსკოვში უნდა შედგეს. ფაშინიანის პრესმდივანი მანე გევორგიანის თქმით, გარდა პირადი მიღებებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებებისა, პრემიერ მინისტრი მუშაობს დაგეგმილი დღის წესრიგის შესაბამისად.

კრემლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 23 მარტს განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. კრემლში არ ასაჯაროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა პუტინმა.

ამასთან, კრემლის ლიდერის კოვიდვაქცინაცია საჯარო არ ყოფილა, პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პროცედურა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ამავე თემაზე:

✔️ „მადლობა ღმერთს, ჩვენ ვაქცინას -70 გრადუსი არ სჭირდება“ - პუტინმა მასობრივი ვაქცინაციის ბრძანება გასცა