მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას

ფაშინიანის გადადგომა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

„მოვუწოდებ ჩემს მომხრეებს, რომ ერევნის ცენტრალურ მოედანზე მოვიდნენ. ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაა“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ფაშინიანი ერევნის ქუჩებში მსვლელობას უდგას სათავეში [LIVE]

🔱 სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს