მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით სომეხი ოპოზიციონერი დააკავეს

ოპოზიციონერი ლიდერი

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ვანეციანის ადვოკატის ლუსინე სააკიანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ადვოკატის თქმით, ვანეციანს, ასევე, ბრალი ედება იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის მომზადება.

„არტურ ვანეციანი გამოიძახეს, მას თავი NSS-ის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებად წარუდგინეს და დააკავეს”, - აღნიშნავს უფლებადამცველი.

👉 ინფორმაციისთვის, არტურ ვანეციანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორია.

👉 10 ნოემბერს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთახმების შემდეგ, რომელიც ამ რეგიონიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანას ითვალისწინებს, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

👉 აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. რამდენიმე პირი ფაშინიანის საცხოვრებელ სახლში შევარდა და გაძარცვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ფაშინიანის რეზიდენციაში ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს (ვიდეო)