მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანს 45–ე იუბილეზე კორონავირუსი დაუდგინდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კორნავირუსი დაბადების დღეზე დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ფაშინიანი სომხეთში, ქალაქ იჯევანში, 1975 წლის 1–ელ ივნისს დაიბადა.

ფაშინიანის თქმით, მას არ აქვს აშკარა სიმპტომები, მაგალითად, მაღალი ცხელება.

"თქვენც ფხიზლად უნდა იყოთ, რადგან სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოვლინდეს",- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთსი კოვიდინფიცირების 9 282 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 131 პაციენტი.