მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანს მოსახლეობა სიუნიკის ოლქში არ უშვებდა (ვიდეო)

აქცია სიუნიკის ოლქში

სომხეთის სიუნიკის ოლქის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რეგიონში არ უშვებდა. ამის შესახებ tass.ru იუწყება. 

„ფაშინიანი ჩვენს მიწაზე არ უნდა ჩავიდეს“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე 2 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული, რათა გზის გადაკეტვა არ დაეშვათ. სამართალდამცველთა მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა მაინც მოახერხეს.

წინა დღეს ქალაქ გორისის მერმა არუშ არუშანიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ ფაშინიანი რეგიონში არ შეუშვან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არუშანიანი პოლიციამ დააკავა. აქციის მონაწილეები არუშ არუშანიანის გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ. მოგვიანებით პოლიციამ გზა გაათავისუფლა და ფაშინიანმა სიუნიკის ოლქში ჩასვლა მოახერხა.

სიუნიკის ოლქი აზერბაიჯანის იმ რაიონების მახლობლად მდებარეობს, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით გადასცა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ სომხეთის ამ რაიონს რეალური საფრთხე შეექმნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ სომხეთი ამჟამად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში მოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა.

ცნობისთვის სომხეთში 10 ნოემბრის შემდეგ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.


იხილეთ აგრეთვე:

♻️ სასულიერო პირი ნიკოლ ფაშინიანს არ მიესალმა (ვიდეო)

♻️ ფაშინიანი 31 დეკემბერს გადადგომის შესახებ განაცხადებს - სომხური მედია