ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მიწისძვრის კერა 122 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თავდაპირველად ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა ამჟამად მისი საფრთხე აღარ არსებობს.
იხილეთ აგრეთვე:
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს და „წითელი ხაზების“ გადაკვეთას არ ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე იქნება.