მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრანგი „კაცი-თვითმფრინავი“ ფრენის დროს დაიღუპა (ვიდეო)

ცნობილი ჯეთმენი დაიღუპა

ცნობილი ფრანგი „კაცი-თვითმფრინავი“ (Jetman) ვინსენტ რაფე ტურბორეაქტიული ფრთებით ფრენის დროს დაიღუპა. ტრაგიკული ინციდენტი დუბაიში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვინსენტ რაფე ცნობილი იყო თავისი ძალზე სახიფათო ილეთებით, რომლებსაც რეაქტიული ზურგჩანთის მეშვეობით ახორციელებდა. მაგალითად, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან, „ბურჯ ჰალიფადან“ გადმოხტა, რომლის სიმაღლე 828 მეტრს შეადგენს. ასევე ის ალპების ერთ-ერთი მწვერვალიდან გადმოხტა და თვითმფრინავზე დაეშვა.

ამჟამად 36 წლის სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვის გამოძიება მიმდინარეობს.