მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა წარმატებით დასრულდა

ამერიკელი ასტრონავტები

ორი ასტრონავტისგან შემდგარი პირველი მისია, კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ, დაბრუნდა.

როგორც BBC წერს, SpaceX Dragon-ის კაფსულით კოსმოსში დაგ ჰარლიმ და ბობ ბენკენმა იმოგზაურეს და დედამიწას ფლორიდის სანაპიროზე დაუბრუნდნენ.

მათ ხომალდი ოკეანეში წარმატებით დასვეს, რაც ბოლო 45 წლის განმავლობაში, არ მომხდარა.

მედიასაშუალების ცნობით, Nasa-სა და SpaceX-ის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და სპეციალისტები მომხდარს ამერიკელი კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნევენ.

ასტრონავტთა წარმატებას სოცილურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, მისი თქმით, ეს ძალიან ამაღელვებელია.

donald-trampi-tviterze_o_h.jpeg

ცნობისთვის, პირველი კერძო ხომალდი ილონ მასკის კომპანიამ, SpaceX -მა და Nasa-მ კოსმოსში 30 მაისს გაუშვეს. ამერიკელი ასტრონავტების გამგზავრებას, პირდაპირ ეთერში, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.