მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი საუბარი შედგა - რაზე ილაპარაკეს ბაიდენმა და პუტინმა?

საუბარი

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. ინფორმაციას რემლის პრესსამსახური და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტად მუშაობის დაწყება. მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ინტერესებს. ისინი შეძლებენ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

უახლოეს დღეებში მხარეები დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას, რათა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის შემდგომი ფუნქციონირება ბირთვული სარაკეტო არსენალების ურთიერთშეზღუდვისთვის.

განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთი მწვავე პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები.

პრეზიდენტებმა საერთაშორისო თემებს შორის განიხილეს, შეერთებული შტატების ცალმხრივი გასვლა ღია ცის ხელშეკრულებიდან, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ სამოქმედო ერთობლივი გეგმის შენარჩუნების პრობლემა, უკრაინის შიდა შეთანხმება და რუსეთის ინიციატივა მუდმივი სამიტის ჩატარების შესახებ.

მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი იყო. შეთანხმდნენ კონტაქტების შენარჩუნებაზე.“ - წერს კრემლის პრესსამსახური.

“სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. ბაიდენმა პუტინთან აშშ-სთვის შემაშფოთებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის იყო სოლარ ვინდსზე კიბერთავდასხმა, შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხებიც.

თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ იმოქმედებს მტკიცედ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს აშშ-სა ან მის მოკავშირეებს.“ - წერია თეთრი სახლის გავრცელებულ ინფორმაციაში

ინფორმაციისთვის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან გამართა. საუბარი შეეხო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომელმაც კანადასთან გაზსადენის მშენებლობის პროექტი დახურა. ამ გადაწყვეტილებით კანადა უკმაყოფილო იყო.