მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოკროვის კოლონიაში, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნავალნი ციხეშია

ვლადიმირის ოლქის პოკროვის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიასთან, სადაც კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იმყოფება, საპროტესტო აქცია იმართება.

RTVI-ს ინფორმაციით, ნავალნისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმთა ალიანსის“ მომხრეები მოითხოვენ, რომ ოპოზიციონერს დროულად აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება.

ნავალნის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. ის ფეხებისა და ზურგის ტკივილს უჩივის.

5 აპრილს ნავალნიმ განაცხადა, რომ ტუბერკულოზის დიაგნოზით მისი კოლონიიდან სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რაც შეეხება პოკროვის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიის პოზიციას, კოლონიაში აცხადებენ, რომ ნავალნის შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

ამავე თემაზე:

👉 ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო

👉 „ექიმს ნავალნისთან ვიზიტის უფლება არ აქვს, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია“ - ადვოკატი