მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ბელარუსში ჟურნალისტთა სახლებში ჩხრეკა ჩაატარა

დაკავებები ბელარუსში

ბელარუსში პოლიციამ ჟურნალისტების და უფლებადამცველთა სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ  Reuters იუწყება. 

ჩხრეკა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. პოლიციამ სპეცოპერაცია 25 ჟურნალისტის და უფლებადამცველი ორგანიზაციის, „გაზაფხული 96“-ის სახლებში ჩაატარა.

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩხრეკა იმ ორგანიზაციების ოფისებში ჩაატარა, ვინც საპროტესტო აქციებს აფინანსებდა და თავს უფლებადამცველ ორგანიზაციებად ასაღებს.

ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ერთ-ერთი სასამართლო პროცესი მინსკში ამ დღეებში მიმდინარეობს. ტელეკომპანია „ბელსატის“ ორ ჟურნალისტს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.