მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში საპროტესტო აქციები განახლდა

საპროტესტო აქციები პოლონეთში

პოლონეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. მათი ორგანიზატორია გაერთიანება „ქალთა გაფიცვა“. ვარშავაში აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ apnews.com იუწყება. 

საპროტესტო აქციები პოლონეთში აბორტების აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყო. ამასთანავე აქციებზე სხვა მოთხოვნებიც გაჩნდა. დღევანდელი საპროტესტო გამოსვლა ქალების მიერ საარჩევნო უფლების მიღების 102-ე წლისთავს უკავშირდებოდა.

„102 წლის წინ პოლონელმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლება ჩვენგან მტრის ხატს ქმნის, აქციებზე ჩვენ თავს გვესხმის პოლიცია და სხვადასხვა სამსახურები, პროპაგანდისტული მედიასაშუალებები თავზე ლაფს გვასხამენ. მთელი სახელმწიფო აპარატი იმისთვის გამოიყენება, რომ ჩვენ გაჩუმება გვაიძულონ“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვარშავის ქუჩებში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფების მობილიზებული სამართალდამცველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დაიშალონ, რადგანაც პანდემიის გამო მასობრივი აქციები ქვეყანაში აკრძალულია.

საპროტესტო გამოსვლები პოლონეთში 22 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ ნაყოფის პათოლოგიის გამო აბორტის გაკეთება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლებიც პოლონეთის 400-ზე მეტ ქალაქში ტარდება.