მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში სტადიონზე დროებითი ჰოსპიტალი მოეწყობა

საველე ჰოსპიტალი ვარშავის სტადიონზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ეროვნულ სტადიონზე დროებითი ჰოსპიტალი მოეწყობა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა მოხდება. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დროებითი ჰოსპიტალი ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზებში მოეწყობა. საწყის ეტაპზე აქ 500 პაციენტის განთავსება იქნება შესაძლებელი, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ის 1000-მდე შეიძლება გაიზარდოს.

„სტადიონზე ჰოსპიტალის გახსნის ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გასცა. პოლონეთის სხვა რაიონებშიც მსგავსი დროებითი საავადმყოფოების გახსნაა დაგეგმილი“ - განაცხადა რადიო Zet-ის ეთერში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა მიხეილ დვორჟეკმა.

ცნობისთვის, პოლონეთში ბოლო კვირებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეკორდულად დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 7,482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში კორონავირუსის 183,248 შემთხვევა დაფიქსირდა.