მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი ვუჩიჩი: სერბეთი იარაღს აზერბაიჯანსაც აწვდიდა

სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთი იარაღს აზერბაიჯანსაც აწვდიდა. ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩიმ გააკეთა.

პრეზიდენტ ვუჩიჩის თქმით, აღნიშნულის მიზანი ორივე ქვეყნის სამხედრო წარმოების გაძლიერებაა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ სერბეთი იარაღით ორივე ქვეყანასთან ვაჭრობს.

„აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი მეგობრები არიან, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ, ვიდრე სომხეთს. მიზანი კი ორივე ქვეყნის სამხედრო წარმოების გაძლიერებაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ვუჩიჩის განცხადებას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანული მხარეა, სადაც მსხვერპლი 13-მდე გაიზარდა. სომხურ ცეცხლს რიგით სამხედროებთან ერთად აზერბაიჯანელი პოლკოვნიკი და გენერალიც ემსხვერპლნენ. გარდაიცვალა 1 სამოქალაქო პირიც. რამდენიმე ათეულს აღწევს დაჭრილთა რაოდენობაც.