მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი დასავლეთს აფრთხილებს: წითელი ხაზები არ გადაკვეთოთ

პუტინის გაფრთხილება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს და „წითელი ხაზების“ გადაკვეთას არ ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„იმედი მაქვს, რომ არავის მოუვა თავში, რომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. წითელი ხაზი გადაკვეთოს. სად გაივლის ეს წითელი ხაზი, ამას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადავწყვეტთ“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები სურს, მათ შორის იმასთანაც, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობების დალაგება ვერ ხერხდება. „არ გვსურს ხიდების დაწვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებს ხშირად არა მარტო მათი დაწვა, აფეთქებაც სურთ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თუ რომელიმე უცხოური ქვეყანა მოსკოვის კეთილ სურვილებს სისუსტედ შეაფასებს, რუსეთის პასუხი „ასიმეტრიული, სწრაფი და საკმაოდ ხისტი იქნება“.

იხილეთ ასევე:

🔅 უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურად მიაჩნია - გამოკითხვა

🔅 რუსეთში დღეს ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართება