მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

პუტინი ტრიბუნის გარეშე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, შესაბამისი განაცხადი მწერალმა სერგეი კომკოვმა გააგზავნა.

ამ ფაქტის კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძალიან კარგი, თუ არა - არც ესაა საშინელება“.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

პრემიაზე ნავალნის წარდგენის ინიციატივა რამდენიმე მეცნიერს, მათ შორის რუს მეცნიერებს ეკუთვნით.