მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი სისხლისსამართლებრივი დევნისგან ხელშეუხებელი იქნება

პუტინი წასვლას გეგმავს

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტს და მის ოჯახს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, სისხლისსამართლებრივ დევნაზე იმუნიტეტი ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მომხრეები პარლამენტის ორივე პალატაში დომინირებენ.

პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა 2024 წელს მთავრდება, მაგრამ პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას კიდევ ორი ვადით შეეძლება კენჭისყრა.

პუტინი 68 წლისაა.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, იმუნიტეტის შესახებ კანონპროექტი აცოცხლებს სპეკულაციებს პუტინის პოლიტიკური მომავლის შესახებ. ის 2000 წლიდან ხელისუფლებაშია და უზარმაზარი გავლენა აქვს.

პუტინის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ „ტვიტერში“ დაწერა: „რატომ სჭირდება პუტინს იმუნიტეტის კანონი?“ შემდეგ კი ჰკითხა: „შეუძლიათ თუ არა დიქტატორებს საკუთარი ნებით გადადგნენ?“

კანონპროექტი დუმამ პირველი მოსმენით უკვე მიიღო, სადაც დეპუტატების უმრავლესობა პუტინის მხარდამჭერ პარტიაშია - „ერთიანი რუსეთი“. წინააღმდეგი იყო 37 დეპუტატი.