მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა გაეროს წევრებს კორონავირუსის უფასო ვაქცინა შესთავაზა

პუტინი კრემლში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს წევრებს კორონავირუსის უფასო ვაქცინა შესთავაზა. ამის შესახებ პუტინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის საკუთარი ვაქცინის შექმნის დროს დაგროვილი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.

რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ ინსტიტუტში კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს სახელწოდებით „სპუტნიკ-5“.