უცხოეთი

პუტინმა განმარტა, რატომ არ ჩაერია ყარაბაღის ომში

პუტინი წასვლას გეგმავს
18:00 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები იყო და არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კითხვას გადაცემაში „მოსკოვი, კრემლი, პუტინი“, იმის შესახებ თუ რატომ არ გაუწია რუსეთმა სომხეთს პირდაპირი სამხედრო დახმარება ყარაბაღის ომში, მიუხედავად იმისა, რომ ის CSTO-ს წევრია.

პუტინმა აღნიშნა, რომ არ ყოფილა აგრესია სომხეთის ტერიტორიის მიმართ, ამიტომ, რუსეთსა და CSTO- ს კონფლიქტში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

„რაც შეეხება ერევანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, სომხეთმა მიიღო ყველა საჭირო დახმარება. მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სომხეთს თავი მიტოვებულად და დავიწყებულად არ ეგრძნო. პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერევანს ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა ჯერ კიდევ ოქტომბერში.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მზად იყო ომის შესაჩერებლად. მაგრამ ფაშინიანი ამტკიცებდა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო. ამ ყველაფერმა აზერბაიჯანული ჯარების მიერ შუშის აღება გამოიწვია, რამაც სტეფანაკერტისკენ გახსნა გზა.

რუსეთმა მხოლოდ შუამავლის როლი შეასრულა მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დადებაში და აიღო ვალდებულებები მხარეთა მშვიდობიანი გამიჯვნისთვის“, - ვლადიმერ პუტინმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელშეკრულების ავტორი სამი მხარეა - რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„რაც შეეხება თვითონ ტექსტს, ეს ჩვენ სამმა გავაკეთეთ - მე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა. ეს სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან, ფაქტობრივად, ეს იყო შეთანხმება ორ მხარეს შორის”, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

👉 ინფორმაციისთვის 10 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉 შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები უნდა განლაგდნენ.

👉 მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ყარაბაღის ომის შედეგები (ფოტოგალერეა)

👉 თურქი სამშვიდობოები ყარაბაღში 1 წლით დარჩებიან

👉 ალიევი: საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს ჩვენი მშვიდობიანი პირები დაეხოცა

ფოთის სასამართლო

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების...

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 სა...
17 წუთის წინ
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:35
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის უბნები, სადაც 30 ნოემბერს ელექტროენე...

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
20:11 კვი. 29 ნოემბერი
ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შ...
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლ...
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...