მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

პუტინს მეორე აცრა გაუკეთეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავს კარგად გრძნობს. „არ არის არანაირი გვერდითი მოვლენა ან ეფექტი“ - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ექიმებმა 23 მარტს გაკეთებული პირველი აცრის შემდეგაც კარგი იმუნური პასუხი დააფიქსირეს. კრემლში არ აკონკრეტებენ, თუ რომელი რუსული ვაქცინით აიცრა ქვეყნის მეთაური.

რუსეთში ამჟამად ოფიციალურად სამი ვაქცინაა რეგისტრირებული - „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა” და კოვივაკი“.

პირველი ორი ვაქცინის გამოყენება 60 წელს გადაცილებული პირებისთვისაც არის დაშვებული. ინსტრუქციის მიხედვით, „სპუტნიკ V“ -ს ორ აცრას შორის 21 დღე უნდა იყოს გასული, „ეპივაკკორონას” და „კოვივაკის“ შემთხვევაში კი ის 14 დღეს შეადგენს.