მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ლუკაშენკოსთან მინსკში დაკავებულების საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პანდემიის პიკი ჯერ ისევ წინაა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის დაკავებული მოქალაქეების საკითხი განიხილა. ამის შესახებ კრემლის პრესამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„შედგა მოსაზრებების გაცვლა რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის 33 მოქალაქის ბოლოდროინდელ დაკავებასთან დაკავშირებით. გამოითქვა რწმენა, რომ შექმნილი ვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობისათვის დამახასიათებელი ურთიერთგაგების სულისკვეთებით მოგვარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განმარტებულია, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია ბელარუსში სტაბილური შიდა პოლიტიკური ვითარების შენარჩუნებით და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ ატმოსფეროში ჩატარებით.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსისგან 28 დაკავებულის გადაცემა მოითხოვა, რათა მათ პასუხი აგონ „დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში არალეგალური მონაწილეობისთვის“. ამავდროულად, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულთაგან 9 პირი მისი მოქალაქეა. დაკავებულთა გადაცემა ბელარუსისგან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოითხოვა.

6 აგვისტოს დაქირავებული მებრძოლების დაკავებასთან დაკავშირებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურორები მინსკში მიიწვია.

ცნობისთვის, 29 ივლისს ბელარუსში PMC „ვაგნერის“ 33 წევრი დააკავეს. მათ ბრალი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში არეულობების მომზადებაში ედებათ.

ბელარუსში საპრეზიდენტო 9 აგვისტოს არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ლუკაშენკო არჩევნებში მეექვსე ვადით იყრის კენჭს.