მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა სერბეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა

რუსეთსი და სერბეთის პრეზიდენტები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერბეთის ლიდერს ალექსანდრე ვუჩიჩს „ფეისბუქში“მარია ზახაროვას პოსტის გამო ბოდიში მოუხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა ვუჩიჩი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჰოლივუდის ფილმის, „ძირითადი ინსტინქტის“ მთავარ გმირს შეადარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ზახაროვას ამ პოსტმა ბელგრადში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პუტინის გარდა მას ბოდიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც მოუხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაშია დაინტერესებული.