მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა სომხეთში ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტები მამაცობის ორდენით დააჯილდოვა

პუტინმა პილოტები დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მამაცობის ორდენით დააჯილდოვა ვერტმფრენ „მი-24“ - ის ეკიპაჟი, რომელიც სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე 9 ნოემბერს ჩამოაგდეს. ამის შესახებ Meduza  იუწყება. 

ორი მფრინავი რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. მესამე პილოტი, რომელმაც ჯილდო მიიღო, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს მძიმედ დაშავდა.

ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანმა აიღო. ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ საჰაერო ხომალდი შემთხვევით ჩამოაგდო და ბოდიში მოიხადა. აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

ვერტმფრენი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოაგდეს, რომლის მიხედვით მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.